ახალი ამბები
სკოლებს შორის ნახევარფინალისტი და ფინალისტი გუნდები გამოვლინდა
გორში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ეგიდით კალათბურთის ტურნირი დაიწყო.

ტურნირში  2000-2002 წლებში დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა ნაკრები გუნდებია წარმოდგენილი.

დღეს, ნახევარფინალისტები და ფინალისტები გამოვლინდნენ.

დასკვნითი შეხვედრები კი, 12 თებერვალს, გორის ცენტრალურ სასპორტო სკოლაში გაიმართება.

ვაჟთა შორის ნახევარფინალისტები გორის მე-2, მე-3, მე-9 და მე-12 საჯარო სკოლების გუნდებია.

ხოლო გოგონათა შორის ფინალისტი გუნდები გამოვლინდა. ისინი გორის მე-2 და მე-3 საჯარო სკოლებიდან არიან.

გუნდებს შორის გამარჯვებულები რეგიონის პირველობაში მიიღებენ მონაწილეობას.

რეგიონულ ტურნირებზე გამარჯვებული გუნდი კი, ანაკლიაში, საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

ოლიმპიურ გუნდურ სახეობებში სპორტული ოლიმპიადა უკვე მეორე წელია საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში იმართება.

კერძოდ, მინიფეხბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, ბადმინტონში, მაგიდის ჩოგბურთში, ხელბურთსა და გეზრბენში. ხოლო არაოლიმპიური სახეობებიდან ჩემპიონატის ფარგლებში იმართება ,,მხიარული სტარტები“ უმცროსი ასაკის ბავშვების მონაწილეობით.

ოლიმპიადის ინიციატორია ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო ადგილობრივი ტურნირების ორგანიზატორი - გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები