ახალი ამბები
ატენში ფუტკრის რძის წარმოება დაიწყეს - ფოტოამბავი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში სოგრატ ლოთიშვილმა და მისი ოჯახის წევრებმა ფუტკრის რძის წარმოება დაიწყეს.

ოჯახი წლების განმავლობაში მეფუტკრეობას მისდევს, თუმცა სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ფუტკრის რძის მიღება გადაწყვიტეს.

,,ჩვენი ოჯახი წლებია მეფუტკრეობას ეწევა, მეფუტკრეობა ჩვენი ოჯახის ძირითადი საქმეა. აქამდე სულ თაფლზე ვმუშაობდით და რამდენიმე თვეა, რაც რძის ამოღება გადავწვიტეთ'' - გვითხრა ანი იოსებიძემ, სოგრატ ლოთიშვილის რძალმა.



როგორც ანი გვიყვება, ატენი საუკეთესო ადგილია მეფუტკრეობისთვის. ის და მისი ოჯახი დეგეულას უბანში ცხოვრობენ. მათ საქმიანობას, ძირითადად, მეფუტკრეობის კუთხით იცნობენ:



,,ამ ეტაპზე ჩვენი ძირითადადი გამოწვევაა, რომ ბევრ ადამიანს გავაგებინოთ ჩვენი ფუტკრის რძის წარმოების შესახებ. თაფლზე კი, დიდი ხანია ვმუშაობთ, როგორც გითხარით'' - ამბობს ანი.



ფუტკრის რძე შეიცავს ცილებს, ცხიმებს, შაქრებს, მინერალურ მარილებს, ვიტამინებს და სხვა. ფუტკრის რძის პრეპარატებს (აპილაკი) იყენებენ მედიცინაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ატენელი მეფუტკრეების ფეისბუქგვერდს

Print

სტატიის გამოყენების პირობები