ახალი ამბები
ურბნისი-რუისის მონაკვეთზე ორ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა
ავტომაგისტრალზე ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. ცეცხლი გაუჩნდა ორივე ავტომობილს.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, რუისი-ურბნისის მონაკვეთზე მოხდა.

გარდაიცვალა ერთი ადამიანი, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს დანარჩენმა მგზავრებმა.

დაშავებულთა შორის არის ასევე ქვეითიც. გამოძიებას შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ატარებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები