ახალი ამბები
შიდა ქართლში ყველაზე არაანგარიშვალდებული მერია არის კასპში - IDFI
შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერების რეიტინგში, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით, კასპის მერია ბოლო ადგილზეა. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ კვლევას, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) ავრცელებს.

კვლევის მიხედვით, 2021 წელს, IDFI–ის მიერ გაგზავნილი წერილები კასპის მერიის ადმინისტრაციამ საერთოდ უპასუხოდ დატოვა.

30 წერილიდან არც ერთზე მიიღო პასუხი.

რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებზე, რეგიონში ყველაზე უკეთესი მდგომარეობაა გორის მერიაში, შემდეგ მოდის ქარელი, შემდეგ კი - ხაშური.

გორის მერიაში 23 წერილი გაგზავნეს, საიდანაც სრულყოფილი პასუხი მიიღეს 21 წერილში, დანარჩენ ორზე არასრულყოფილი და ნაწილობრივ სრულყოფილი. ყველა წერილზე ვადის დარღვევით უპასუხეს.

ქარელის მერიაში 22 წერილიდან სრულყოფილი პასუხი მხოლოდ 18 წერილზე გასცეს. 1 წერილზე პასუხი საერთოდ არ გასცეს. 21 წერილზე პასუხი ვადის დაცვით გასცეს.

ხაშურის მერიაში 22 წერილიდან სრულყოფილი პასუხი გასცეს 17 წერილს. 18 წერილზე ვადის დარღვევით უპასუხეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები