კასპში, საქართველოში ყველაზე მძლავრი მზის ელექტროსადგური
ამოქმედდება. საუბარია 1.1 მეგავატის სიმძლავრის მზის
ელექტროსადგურზე, რომელსაც კომპანია “green energy” "მეტეხი
კერამიკისთვის“ აწყობს.
“Green energy”-ს დამფუძნებელმა დავით შვანგირაძემ განუცხადა, ადგილზე
500 კილოვატის მქონე მზის პანელები უკვე განთავსდა, დარჩენილი ნაწილის
მოწყობა კი ახლა მიმდინარეობს, საბოლოოდ მზის ელექტროსადგური მომდევნო
კვირაში ამოქმედდება.
აღსანიშნავია, რომ ამ სიმძლავრის პროექტის ღირებულება $610 000-ია.
კომპანია თანხის ამოღებას, დაახლოებით, 5 წელიწადში შეძლებს.
„მომდევნო კვირიდან მზის ელექტროსადგური უკვე ჩაეშვება. ის მზის
ენერგიით „მეტეხი კერამიკას“ მოამარაგებს. დღევანდელი მონაცემებით, ეს
საქართველოში ყველაზე დიდი და მძლავრი მზის ელექტროსადგურია, რომლის
სიმძლავრე 1.1 მეგავატი იქნება“, - აღნიშნავს დავით შვანგირაძე.
ინფორმაციას ბიზნესმედია ავრცელებს.
სტატიის გამოყენების პირობები