ახალი ამბები
გორელი ათლეტი მექსიკაში პრო კარტას მფლობელი გახდა
ივერი კორინთელმა მექსიკაში გამართულ ელიტ პრო შეჯიბრზე დაიკავა პირველი ადგილი.

ათლეტის ფედერაციის წარმომადგენლის შოთა მარგალიტაძის განცხადებით, ივერი კორინთელი პროკარტას მფლობელი გახდა:

,,მიუხედავად იმისა, რომ მან გზაში გაატარა თითქმის სამი დღე - თბილისი-სტამბოლი-ბარსელონა-მეხიკო-ლა პლაზა, შესძლო ესეთ პრესტიჟულ ტურნირში გამარჯვება და აეღო პროკარტა. ეხლა ახლი ეტაპი დაიწყება, როგორც პროფესიონალ ათლეტს. მან დაიმსახურა ეს თავისი შრომით, მონდომებით და მომავალში მინდა ვუსურვო, რომ უკვე როგორც ელიტ-პროათლეტი, ასახელოს საქართველო და ჩვენი ფედერაცია.''- აცხადებს შოთა მარგალიტაძე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები