ახალი ამბები
ცხინვალის საქალაქო აფთიაქში წამლები უფასოდ გაიცემა
3-წლამდე ბავშვებისთვის და 18-წლამდე მოზარდებისთვის, რომელებიც ქრონიკული დაავადებებით არიან დაავადებულები, ცხინვალის საქალაქო აფთიაქიდან უფასოდ გაიცემა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,სპუტნიკი“ ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, პროგრამის შესახებ მოსახლეობა ინფორმირებული არ იყო. გასულ წელს კი, დე-ფაქტო მთავრობის ბიუჯეტიდან 58 მილიონი მანეთი გაიხარჯა.

უფასო წამლების ჩამონათვალში ათეულბით დასახელებაა.

მათ შორის, ის პრეპარატები, რომლებიც სასიცოცხლოდ აუცილებელია.

კერძოდ, სისხლ-ძარღვთა დაავადებულებისათვის, დიაბეტიანებისთვის და ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის.

რაც შეეხება ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებს, მათზე მოთხოვნა, მხოლოდ, იმ პერიოდშია, როდესაც ანთებითი დაავადებები გართულებულია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები