ალან გაგლოევმა ახალგორის, ზნაურისა და ჯავის რაიონების გამგებლები თანამდებობიდან გადააყენა
საკადრო ცვლილებებია დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში. თანამდებობები დატოვეს
ახალგორის, ზნაურისა და ჯავის რაიონების გამგებლებმა.
დე-ფაქტო სამრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ალან გაგლოევის
გადაწყვეტილებით, ახალგორის
რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობას
დროებით ასრულებს რეზო დევიძე. აქ გამგებლის პოსტი
დატოვა ვლადიმერ გულიევმა.
რეზო დევიძე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს. აქტიურად
იყო ჩართული 13-17 ივნისს, გამშვები პუნქტებთან მოსახლეობის
ორგანიზებულად გადაადგილების საქმეში. როგორც ვწერდით, 13
ივნისს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით გაიხსნა
გამშვები პუნქტები და 17 ივნისს დაიხურა.
სტატიის გამოყენების პირობები