ახალი ამბები
შსს-ს ცნობით, გორში 19 წლის ბიჭმა ეკლესიიდან შესაწირი თანხის ყუთები მოიპარა
გორის პოლიციამ დააკავა 2003 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ვ..

შსს-ს ნობით, ბრალდებულმა გორში წმინდა მამა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი გაქურდა, შესაწირავის 2 ყუთიდან ფული მოიპარა, ასევე, უკანონოდ დაეუფლა სანთლის გაყიდვის შედეგად მიღებულ თანხას.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები