ახალი ამბები
კასპში სანიაღვრე არხი სარწყავ არხს მიუერთეს
უხვი ნალექის დროს, კასპში, ახტალას დასახლებაში სარწყავი არხი ქვაღორღით ივსება. ამის გამო, წყალი მოსახლეობის ეზოებსა და სახლებისკენ მიემართება.

პრობლემა ისაა, რომ ნალექის დროს, ქვაღორღი სარწყავ არხში მიედინება.

ახტალას ქუჩაზე მცხოვრებლები დახმარებას მერს სთხოვენ. 

კასპის მერის წარმომადგენლის ცნობით, მაგალითად, 15 ივნისს მოსულმა ნალექმა დააგუბა წყალი და დატბორა მიმდებარე ტერიტორია.

მისივე ცნობით, მანამდე სანიაღვრე არხი არ არსებობდა, ხოლო მთის ფერდობებიდან წამოსული ქვაღორღი მიმდებარე ტერიტორიაზე იშლებოდა. 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები