შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ევროატლანტიკური
მისწრაფებების მხარდაჭერას.
ამის შესახებ ოფიციალური განცხადება საელჩოს ფეისბუქგვერდზე
გამოქვეყნდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეერთებული შტატები რეფორმების
განხორციელებაში საქართველოს პარტნიორად რჩება:
,,ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და გპირდებით, რომ ვიქნებით
თქვენი პარტნიორი აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში.'' -
აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას თან ახლავს ფოტო, რომელიც ფორმულას დრონმა იმ აქციაზე
გადაიღო, რომელიც თბილისში 20 ივნისს გაიმართა. 20 ივნისს რუსთაველის
გამზირზე ევროინგეტრაციის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
სტატიის გამოყენების პირობები