ახალი ამბები
ხაშურის საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარე ფოტოს აქვეყნებს
ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს.

ეს ფოტო კი საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარემ 11 ივნისს საჯაროდ გამოაქვეყნა.

შს მინისტრის ახალი ბრძანების მიხედვით, რომელიც 2022 წლის თებერვალში გამოიცა, წერია:

პნევმატური იარაღის შენახვა უნდა მოხდეს დაკეტილ სათავსოში ან/და აღნიშნულ იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი;

- პნევმატური იარაღის ტარება დასაშვებია მხოლოდ სპეციალური შალითით, განმუხტულ, ჭურვებისგან განცალკევებულ მდგომარეობაში;

- ტარების ზემოაღნიშნული წესი არ ვრცელდება სპეციალურად განსაზღვრულადგილებზე (ტირი, სასროლეთი, ნადირობისთვის დაშვებული ადგილები, დასახლებული პუნქტიდან 500 მეტრის რადიუსის მიღმა არსებული ტერიტორია).

ხაშურის საკრებულოში ლევან გამრეკელი ფრაქცია ,,ქართული ოცნება - კონსერვტორების'' თავმჯდომარეცაა. 2021 წელს დაფუძნებულ კომპანია ..ლე გა'' - დან მისმა შემოსავალმა უკვე 1,2 მლნ ლარი შეადგინა.

აღნიშნული კომპანია საჯარო რეესტრის მიხედვით, ეწევა ჯართისა და ლითონების რეალიზაციას. ასევე, კანონით აუკრძალავს საქმიანობას.

გამრეკელი ხელფასს არ იღებს, ოსიაურის სკოლაში ასფლატი დააგო, საკრებულოს სხდომათა დარბაზი გაარემონტა. აფინანსებს მერიის უფასო სასადილოს.

იგი და მისი ოჯახის კომპანიები აქტიურად მონაწილეობდნენ ტენდერებში, ხან წარმატებულად, ხან კი წარუმატებლად.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები