ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ,,გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს იწყებს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში ცხინვალი-ტბეთი და ცხინვალი-ზნაური-ჯავის მიმართულებით გაზიფიცირების საკითხებზე მუშაობენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

,,ოსინფორმის“ ცნობით, მოლაპარაკებები რუსულ კომპანია ,,გაზპრომთან“ უკვე მიმდინარეობს.

სამუშაოებს ,,გაზპრომის“ შვილობილი კომპანია ,,გაზპრომი - სამხრეთ ოსეთი“ ჩაატარებს.

კომპანია „გაზპრომი-სამხრეთ ოსეთი“ -ს ძირითადი კაპიტალის 75 % რუსული კომპანია ,,გაზპრომს“ ეკუთვნის, დანარჩენი კი, - დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას.

დე-ფაქტო პრემიერის ალან ტეხოვის განცხადებით, გაზიფიცირების პროექტების 90% უკვე გამზადებულია.

დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები რუსულ კომპანიასთან შეხვედრებს აგრძელებენ.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები