ახალი ამბები
გამშვები პუნქტები შესაძლოა 1-10 ივლისსაც გაიხნას
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შესაძლოა, 1-10 ივლისს გამშვები პუნქტები გაიხსნას.

ამის შესახებ ახალგორის რაიონის მოსახლეობას ინფორმაცია არაოფიციალურად აცნობეს.

როგორც ცნობილია, გამშვები პუნქტები 2022 წლის 10-17 ივნისსაც გაიხსნა. ამ გადაწყვეტილებას დე-ფაქტო რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტის, ალან გაგლოევის პოლიტიკას უკავშირებენ.

ალან გაგლოევი მოსახლეობას, განსაკუთრებით, ახალგორელებს დაპირდა, რომ 2-წლიანი პაუზის შემდეგ, ეს პრობლემა მოგვარდებოდა. ამიტომაც, ახალგორელების უმრავლესობამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მხარი ალან გაგლოევს დაუჭირა.

გამშვები პუნქტები გაიხსნება პერევის მიმართულებითაც. ის დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ჩაკეტა წნელისის საგუშაგოს გამო.

ფოტოზე: გამშვები პუნქტი, მოსაბრუნი, 2022 წლის ივნისი


Print

სტატიის გამოყენების პირობები