ახალი ამბები
გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში ჩოგბურთის მოედანი მოეწყობა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში ჩოგბურთის მოედანი მოეწყობა.

ჩოგბურთთან ერთად, მოედანზე საკალათბურთო სივრცეც მოეწყობა.

ამისათვის გორის მერიამ დღეს 64 100 ლარი გამოყო.

საჩოგბურთო და საკალათბურთო მოედანი, სოფლის ცენტრში, ყოფილი საბავშვო ბაღის ეზოში მოეწყობა.

ცნობისათვის, ქვახვრელში წელიწადზე მეტია ჩოგბურთის კლუბია გახსნილი.

იხ. უფრო ვრცლად

ჩოგბურთი სოფელში – პანდემიისას დაწყებული საქმე



Print

სტატიის გამოყენების პირობები