ახალი ამბები
გორის ქუჩებში ორმოულების ამოვსება ნალექიანი ამინდების გამო შეაჩერეს
ქალაქ გორის ცენტრალურ ქუჩებზე, აპრილიდან ორმოულების ამოვსების სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ერთ კვირაზე მეტია, სტალინის გამზირსა და სხვა ქუჩებზე სამუშაოები შეჩერებულია.

ამის გამო, მოქალაქეებს გადაადგილებაში პრობლემები ექმნებათ. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამუშაოების შეჩერება გარკვეულწილად ნალექიანმა ამინდებმა გამოიწვია.

ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა ,,იბოლია''. მას წლის ბოლომდე აქვს ვადა, რათა სამუშაოები დაასრულოს. პროექტის სრული ღირებულებაა 300 000 ლარი. ათვისებული აქვს უკვე ნახევარი თანხა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები