ახალი ამბები
2 ივლისს გორში კომბინატიდან სპორტის სასახლემდე მარათონი მოეწყობა
2 ივლისს, გორში გაიმართება მარათონული გარბენი, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს აქვს. 

სტარტი - კომბინატის კულტურის სახლი, ფინიში - სპორტის სასახლე, რომლის ეზო ასე გამოიყურება.

მარათონის ინიციატორია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია, რომლის ორგანიზებასაც მუნიციპალიტეტის მერიები უზრუნველყოფენ.

ღონისძიება იმართება „შიდა ქართლის ზაფხულის თამაშები 2022“ -ის ფარგლებში.

აღნიშნულ თამაშებში, გარდა მარათონისა, გათვალისწინებულია შეჯიბრებების ჩატარება ფეხბურთში, ქართულ ჭიდაობასა და ძიუდოში.

ღონისძიების მიზანია სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

მარათონის გამარჯვებულებს და საპრიზო ადგილებზე გასულებს გადაეცემათ თასები და მედლები.

მარათონი გაიმართება 2 ივლისს. დასაწყისი 11:00 საათზე. რეგისტრაცია დაიწყება ერთი საათით ადრე, 10:00 სთ-ზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები