ახალი ამბები
გორის მერი მალტაში გაემგზავრა, სადაც გორის თეატრის სპექტაკლის პრემიერაა
გორის თეატრის დასი მალტაში გაემგზავრა, სადაც მიმდინარეობს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი.

მსახიობებს გულშემატკივრობს გორის მერიც. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი თეატრის დასს მხარდაჭერას ადგილზე გაუწევს.

ფესტივალი 23 ივნისს დაიწყო და 3 ივლისამდე გაგრძელდება. ფესტივალის ოფიციალური გვერდიდან ცნობილი ხდება, რომ პირველი დღე ოდისევსის მოგზაურობის ინსცენირებით დაიწყო.



დღეს 29 ივნისს მალტას ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე გორის თეატრის სპექტაკლის პრემიერა გაიმართება, სადაც სპექტაკლთან ერთად ქართველი სცენოგრაფების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა.



"დაუძახე ბროწეულო პურის თავთავო" - პიესის ავტორი თანამედროვე ირანელი დრამატურგი - ამირ დეჟაქამი; რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე - შველიძე

ერთმოქმედებიანი დრამა, მონაწილეობენ: კახა ბერიძე, გიორგი გოგუაძე



Print

სტატიის გამოყენების პირობები