ახალი ამბები
გორში იუსტიციის სახლის წინ ქვეითების მოძრაობას შუქნიშანი დაარეგულირებს
გორში იუსტიციის სახლთან ქვეითთა დიდი ნაკადის გამო შუქნიშანი დაყენდება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მერიის ეკონომიკის სამსახურის ტრანსპორტის განწყოფილებაში მიიღეს.

სამსახურის სპეციალისტების აზრით, ჭავჭავაძის გამზირისა და გურამიშვილის ქუჩის კვეთაზე არსებულ ქვეითთა გადასასვლელზე ინტენსიურად ხდება ქვეითთა გადასვლა, რაც იწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალებების საცობს, აქედან გამომდინარე საჭიროა მოეწყოს ქვეითთა შუქნიშანი.

ამას გარდა, გორის მერია კიდევ ორ გზაჯვარედინზე გეგმავს ცვლილებებს - ესენია სტალინისა და თამარ მეფის ქუჩების გადაკვეთა, ასევე, წმინდაწყალზე ცხინვალის გზატკეცილისა და ყიფიანის ქუჩების გადაკვეთაზე.



სტალინის გამზირისა და თამარ მეფის ქუჩის კვეთა

თამარ მეფის ქუჩაზე არსებულ შუქნიშნების დამატებითი სექცია უჩვენებს მარჯვნივ მოხვევას და როდესაც ძირითად შუქნიშანზე მწვანე ფერი ინთება პირდაპირ და მარცხნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს უხდებათ ერთმანეთის გზის გადაკვეთა, რაც წარმოშობს საავარიო სიტუაციას.საჭიროა დამატებითი სექცია უჩვენებდეს არა მარჯვნივ მოხვევას, არამედ მარცხნივ მოხვევას. თამარ მეფის ქუჩაზე არსებულ შუქნიშნებს არ გააჩნიათ ქვეითთა სექციები და არ არის გამოყოფილი დრო ქვეითთა გადასვლისათვის, ხოლო სტალინის გამზირზე გამოყოფილი დრო არასაკმარისია.




ცხინვალის გზ. და ტყვიავის, პუშკინის ქუჩების კვეთა

აღნიშნულ ადგილზე არსებულ შუქნიშნებს არ გააჩნია დამატებითი და ქვეითთა სექციები, რაც იწვევეს ქაოტურ მოძრაობას.

პროექტის მიზანს წარმოადგენს ქალაქ გორში მოცემულ 3 (სამი) გზაჯვარედინზე თანამედროვე მოწყობილობების დანერგვა და თუ საჭირო გახდება გზაჯვარედინის გეომეტრიული პარამეტრების შეცვლით საგზაო მოძრაობის გაუმჯობესება.

პროექტის სრულად განსახორციელებლად საჭიროა 400 000 ლარი. სამუშაოები 2023 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები