ახალი ამბები
სურამში ,,რკინის წყლის'' პავილიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
დაბა სურამი არაერთი ღირსშესანიშნაობით არის ცნობილი, თუმცა ახლა ,,რკინის წყლის"" შესახებ უნდა მოგიყვეთ. სურამის ცენტრში შეამჩნევთ ფანჩატურს, სადაც წყალი მოედინება. სწორედ ამ წყლის შემადგენლობაშია რკინა და სახელწოდება ,,რკინის წყალიც"" აქედან მიიღო.

გვიყვება სურამის ბიბლიოთეკების მთავარი ბიბლიოთეკარი, ლეილა მარგველაშვილი. მისი თმით, თავადაც ეს წყალი პირველად 40 წლის წინ გასინჯა და მას შემდეგაც არაერთხელ გაუსინჯავს.

,,ფერი ჩვეულებრივი წყლის ფერი აქვს, მაგრამ თუ დააყენებთ ჟანგისფრად ილექება. გემოც სპეციფიკური, რკინისაა აქვს"" - გვიყვება ლეილა მარგველაშვილი.

,,რკინის წყალი"" ცნობილია, თავისი სამკურნალო თვისებებით. მაგალითად რკინის დეფიციტის მქონე ადამიანებისთვის, თვალებისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების მქონეთათვის.

2021 წელს სურამში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი იმყოფებოდა, რომელმაც ,,რკინის წყალი დააგემოვდა და ამ ამბავს ტვიტიც კი მიუძღვნა.

"დიდი მადლობა ხაშურსა და სურამს. ეს საქართველოში აღმოსაჩენი განსაკუთრებული ადგილია. შესანიშნავი ხედი სურამის ციხეზე, ჯანსაღი რკინის წყალი და გემრიელი ნაზუქი", – წერს კარლ ჰარცელი.

არსებობს ლეგენდა რომ რკინის წყალი შემთხვევით აღმოუჩენია უსინათლო მოხუცს. მას წყალი შემთხვევით თვალებზე შესხმია, რაც სასიამოვნო ყოფილა. მას მერე ყოველდღე მიდიოდა და თვალებიც აეხილა.

ამჟამად ხაშურის მერია რკინის წყლის საჩრდილობლის რეაბილიტაციას გეგმავს. უკვე მზად არის პროექტიც, თუმცა სამუშაოები როდის დაიწყება ჯერ უცნობია. სატენდერო წინადადებების მიღება 8 ივლისს დაიწყება.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, იქ, სადაც წყალი ამოდის 1950 წლიდან ფუნქციონირებდა აბანო, სადაც დამსვენებლები იღებდნენ აბაზანებს. აბანოში წყალი მილებით შედიოდა, თბებოდა და შემდეგ ჩაედინებოდა, ამჟამად აბანო აღარ ფუნქციონირებს. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები