ახალი ამბები
გარდაიცვალა საქართველოში ძიუდოს ერთ-ერთი ფუძემდებელი გურამ პაპიტაშვილი
გარდაიცვალა გურამ პაპიტაშვილი, რომელმაც საქართველოში ძიუდოს სკოლის დაფუძნებაში მიიღო მონაწილეობა.

გურამ პაპიტაშვილი 88 წლის წინ დაიბადა სოფელ კირბალში (გორი).

1955 წლიდან გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზკულტურის გამგე იყო, როცა ძიუდოში მოჭიდავეების წვრთნა დაიწყო.

ის მალე სსრკ დამსახურებული მწვრთნელი გახდა.

იყო სსრკ სტუდენტთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი (1964-74, 85), სსრკ პირველი ნაკრების მწვრთნელი (1963-78).

მისი აღზრდილები არიან ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები: შოთა ჩოჩიშვილი, თემურ ხუბულური, ანზორ ქიბროწაშვილი, როინ მაღალთაძე, გიორგი თენაძე (ყველა – ძიუდო) და ჯემალ მჭედლიშვილი (სამბო). გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზკულტურის კათედრის გამგე (1995-იდან), ღირსების ორდენის კავალერი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები