ახალი ამბები
13-წლის გორელი გოგონა ყაზახეთის ვოისის ფინალშია
დღეს 2 ივლისს ,,ყაზახეთის ვოისის'' ფინლში გადავიდა გორელი გოგონა, 13 წლის თამარ ქავთარაძე.

თამარ ქავთარაძე ყაზახი მომღერლის, მარჟან არაპბაიევას ჯგუფის  წევრია.

თამარი ყვება, რომ მანამდე აზერბაიჯანის ვოისში მონაწილეობდა:

,,ეს არის ჩემი მეორე ვოისი, რადგან ორი წლის წინ, ვიყავი აზერბაიჯანში. პირველად ვარ ამ ქვეყანაში. ყაზახეთის ხმა ძალიან საინტერესოდ მეჩვენა, არ ვიცი რუსული და ყაზახური ენა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებ. გასულ წელს მონაწილეობდა ერთი გოგონა თათია და გახდა ხალხის რჩეული. მან საქართველოს დიდი სახელი მოუპოვა და იგივე მეც უნდა გავაკეთო'' - ამბობს თამარ ქავთარაძე.


Print

სტატიის გამოყენების პირობები