ახალი ამბები
თბილისში მიმდინარეობს აქცია - ,,შინ ევროპისკენ''
თბილისში, პარლამენტის შენობასთან, კამპანია "შინ ევროპისკენ" ფარგლებში აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის შიდა ქართლიდანაც შეიკრიბნენ. აქციას სტუდენტებიც შეუერთდნენ.

აქციაზე შემოიტანეს ევროკავშირის და საქართველოს დროშები. გაჟღერდა ევროკავშირის, საქართველოს და უკრაინის ჰიმნებიც.

აქციის ორგანიზატორია მოძრაობა "სირცხვილია",

ორგანიზატორებმა 24 ივნისს გამართულ შეკრებაზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა მოითხოვეს. ულტიმატუმის ვადა დღეს იწურება.

ხელისუფლება ირწმუნება, რომ მზად არის იმუშაოს ევროკომისიის პირობებზე და ამისთვის გეგმაც წარმოადგინა. მმართველი პარტიის განცხადებით, სამუშაო პროცესში ოპოზიციის ჩართულობაც აუცილებელია.

მოძრაობა "შინ ევროპისკენ" წევრებს, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს, არ სჯერათ, რომ მთავრობა კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციებს წლის ბოლომდე შეასრულებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები