ახალი ამბები
გორის საგამოცდო ცენტრში წლევანდელი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს 15 აბიურიენტი არ გამოცხადდა
გორის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 461 აპლიკანტიდან გამოცდაზე 15 არ გამოცხადდა.

ამის შესახებ გორის საგამოცდო ცენტრის წარმომადგენელმა თინათინ გვერდწითელმა განაცხადა.

აბიტურიენტებს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ელოდებოდნენ.

ინფორმაციას გორის მერიის საინფორმაციო სააგენტო ,,გორის მაცნე'' ავრცელებს.

როგორც გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა თინათინ გვერდწითელმა განაცხადა, გორის საგამოცდო ცენტრში საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

„უნდა აღინიშნოს, რომ რეგისტრაციის პროცესმა საკმაოდ ორგანიზებულად ჩაიარა. 461 აბიტურიენტიდან გამოცდაზე 15 არ გამოცხადდა. გეტყვით იმასაც, სხვა რაიმე სახის შეუსაბამობა, რაც წესებს ეწინააღმდეგება, ჩვენ ცენტრში ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა. აპლიკანტთა კიდევ ერთ ნაკადს მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში უკვე 14:00 საათისთვის ველოდებით. უნდა აღინიშნოს, რომ მეორე სესიაზეც ამავე ოდენობის - 461 აპლიკანტია დარეგისტრირებული“, - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები