ახალი ამბები
12 ივლისს გორში თამარ კაკალაშვილი იმღერებს
გორში, 12 ივლისს გორში თამარ კაკალაშვილი იმღრებს. გადაწყვეტილება გორის მერიის კულტურის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ ილურიძემ მიიღო.

მისი ცნობით, თამარ კაკალაშვილი ასევე წაიყვანს თანამედროვე ცეკვის კონკურსს „Jast Dance“, რომელიც ამავე დღეს გაიმართება.

,,ცეკვების კონკურსი თავის მხრივ მოიცავს მომღერლის მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრებით დამსწრე საზოგადოების საცეკვაო განწყობის შექმნას, ასევე გაუძღვება კონკურსის მსვლელობას, რაც ცეკვის კონკურსის წინაპირობას წარმოადგენს.'' - აღნიშნავენ გორის მერიის კულტურის ცენტრში.

მიზნად ისახავს ცეკვის პოპულარიზაციას, ჯანსაღი გართობის წესის დანერგვის ხელშეწყობას. ღონისძიება ასევე მოიცავს მუსიკალურ ნომრებსაც.

თამარ კაკალაშვილს 1200 ლარს გადაუხდიან.

2019 წლის "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" მო­ნა­წი­ლე თა­მარ კა­კა­ლაშ­ვი­ლი ქარ­თველ­მა მსმე­ნელ­მა მა­შინ გა­იც­ნო და შე­იყ­ვა­რა, როცა მუ­სი­კა­ლურ შო­უ­ში "X ფაქ­ტო­რი" გო­რის გო­გო­ნა­თა გუნდში მღე­რო­და.
Print

სტატიის გამოყენების პირობები