ახალი ამბები
სკვერები სოფელ ბობნევსა და ბოშურში - იდეის და პროექტის ავტორი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევსა და ზემო ბოშურში სკვერები გააკეთეს, რომელსაც ბავშვები თითქმის არ იყენებენ.

თითო სკვერი 10 000 ლარი დაჯდა. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

სამუშაოები 2021 წლის შემოდგომით დასრულდა. კომპანია ,,კახა დათაშვილმა'' შეკვეთა 2021 წლის გაზაფხულზე, გორის მაშინდელი მერისგან კოტე თავზარაშვილისგან მიიღო.



როგორც მოვიკვლიეთ, პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. დოკუმენტების მიხედვით, სკვერის გაკეთება მოსახლეობამ მოითხოვა.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2021 წლის დასაწყისში, გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა დაახლოებით 43 ათას ლარად დაიქირავა საპროექტო ორგანიზაცია ,,ჯ-არქი'', რომლის ხელმძღვანელს ომარ ჯაფარიძეს სხვადასხვა სამუშაოებთან დაკავშირებით პროექტების შედგენა შეუკვეთა.

კომპანია ,,ჯ-არქმა'', რომლის დამფუძნებელი მხოლოდ ერთი ადამიანი - ომარ ჯაფარიძეა, შეადგინა პროექტები. ამ პროექტების საფუძველზე გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა მშენებელი ,,კახა დათაშვილი'' დაიქირავა.

კახა დათაშვილმა სამუშაოები დაგვიანებით შეასრულა. ამის მიზეზად პანდემია დაასახელა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები