ახალი ამბები
ავარიისას დაშავებული ორსული ქალის ნაყოფის მდგომარეობა სტაბილურია - ,,გორმედი''
ავტობანზე ავარიისას დაშავებული ორსული ქალის ნაყოფი გადარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერიის საინფორმაციო სააგენტო ,,გორის მაცნე'' ავრცელებს.

,,გორმედის" ქსელის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას" მეან-გინეკოლოგის, ვასიკო სიმონიას განცხადებით, პაციენტს უტარდება ყველა საჭირო კვლევა, მისი და ნაყოფის მდგომარეობა სტაბილურია.

ფეხმძიმე ქალი 27 წლისაა, ხოლო ფეხმძიმობის 26-ე კვირაშია. ქალი ბელორუსის მოქალაქეა.

ავტომანქანას საწვავი გამოელია, რის გამოც გორი-ქარელის მონაკვეთზე, რუისის სიახლოვეს სათადარიგო გზაზე დააყანეს. რამდენიმე წუთში ავტობანზე მანქანას სხვა ავტომობილი დაეჯახა.

როგორც დაშავებულმა ორსულმა ,,გორის მაცნეს" განუცხადა, იმ ავტომობილის მძღოლი, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან გადასულ მათ სატრანსპორტო საშუალებას დაეჯახა, სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები