ახალი ამბები
გორის მე-11 სკოლის შენობის დემონტაჟი ორ კვირაში დასრულდება / მერია
გორში მე-11 სკოლის შენობას ანგრევენ. დემონტაჟი ორ კვირაში დასრულდება.

გორის მერიის ცნობით, ახალი სკოლის მშენებლობა 2022 წელს დაიწყება.

სკოლის დირექტორის, თამარ სამსონაშვილის თქმით, ახალი სასწავლო დაწესებულება, სსიპ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით აშენდება.



"ჯერჯერობით, ცნობილი არ არის რომელი კომპანია ააშენებს სკოლის ახალ შენობას, ან რა დაჯდება ობიექტის მშენებლობა, თუმცა, გეტყვით, რომ ძველი ნაგებობის დემონტაჟის სამუშაოები დაახლოებით, ორ კვირაში დასრულდება. ამის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი მშენებელი კომპანიის გამოსავლენად. ვიდრე ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე სასწავლო დაწესებულება აშენდება, ჩვენი მოსწავლეები მე-6 საჯარო სკოლის შენობაში გააგრძელებენ სწავლას", - აღნიშნა მე-11 სკოლის დირექტორმა თამარ სამსონაშვილმა.

გორის მერიის ცნობით, მე-11 საჯარო სკოლის შენობის დემონტაჟის საფუძველი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გახდა. საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ დროისთვის, 240 მოსწავლე ირიცხება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები