ახალი ამბები
სკრაში მზის ელექტროსადგური მოეწყო - დევნილები დენს უფასოდ მიიღებენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში, დევნილთა დასახლებაში მზის ელექტროსადგური მოეწყო.

მზის ელექტროსადგური ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ მოინახულა. ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოსდაცვითი სამინისტროს გარემოსდაცვითი პროექტების მართვის სააგენტოს დაფინანსებით.

ლიეტუვიდან მზის ელექტროსადგურის მოსაწყობად საჭირო კონსტრუქციები, მზის პანელები და სხვა მასალები კერ კიდევ იანვარში ჩამოიტანეს.

მზის ელექტროსადგურის მონტაჟი უზრუნველყო საქართველოში რეგისტრირებულმა კომპანიამ "შპს მზის სახლმა" და სამშენებლო სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წლის მაისში.



საქაშეთსა და სოფელ სკრის დასახლებაში მცხოვრები ერედვის, ქურთისა და თიღვის მუნიციპალიტეტებიდან დევნილი ოჯახები მზის ელექტროსადგურის მონტაჟის შემდგომ მიიღებენ ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ელექტროენერგიას უფასოდ.

პროექტის მთლიანი ღირებულება შეადგენს 350 00 (სამას ორმოცდაათი ათასი) ევროს ექვივალენტს ლარში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები