ახალი ამბები
გორის ქუჩები გამოვაჭრეებისაგან გაათავისუფლეს
გორის ქუჩები გარემოვაჭრეებისგან გაათავისუფლეს.

გუშინ საღამოს გურამიშვილის, ჭავჭავაძისა და ქართლის ქუჩებზე დახლები კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა აიღეს.

გორის მერიააში აცხადებენ, რომ გარემოვაჭრეები ახალ ბაზარში ერთი წლის განმავლობაში საქმიანობის გაგრძელებას სიბოლურ ფასად შეძლებენ

ოფიციალური გამარტებით, უსახური დახლებისაგან გაიწმინდა.



გორის მერიის ინფორმაციით მსუბუქი კონსტრუქციების და დახლების გამოყენებით, ამ ქუჩებზე გარევაჭრობა ხორციელდებოდა, რის გამოც, ტროტუარებზე გადაადგილება შეუძლებელი იყო, ასევე საფრთხე ექმნებოდა, როგორც ტრანსპორტით, ასევე ქვეითად გადაადგილების მსურველებს.

პრობლემები ექმნებოდათ ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც. გარევაჭრობისას, გარდა იმისა რომ ირღვეოდა კანონი, მახინჯდებოდა ქალაქის იერსახე და ქუჩები ნაგვიანდებოდა.



გორის მერიამ გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ადგილებში საქმიანობის გაგრძელება რამდენჯერმე შესთავაზა. წმინდაწყლის ტერიტორიაზე, ახალ ბაზარში, მერიისა და კერძო მესაკუთრის შეთანხმების შედეგად, ისინი ერთი წლის განმავლობაში საქმიანობის გაგრძელებას სიბოლურ ფასად შეძლებენ.

კონსტრუქციებისგან ამ ქუჩების გასუფთავების შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეები ბოლოს სამი კვირის წინ, 14 ივნისს გააფრთხილეს და ტერიტორიის გასასუფთავებლად ერთი კვირის ვადა მისცეს.

XX
Print

სტატიის გამოყენების პირობები