ახალი ამბები
გორის ,,მასტერ ლიგის'' გამარჯვებული მერიის გუნდი გახდა
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ გუნდებს შორის დასრულდა ჩემპიონატი სამოყვარულო ფეხბურთში.

მასტერ ლიგის ფინალში გამარჯვებული გორის მერიის გუნდი გახდა.

ფინალში გამარჯვებულები ჯერ რეგიონალურ ტურნირზე, შემდეგ კი - რესპუბლიკურ ტურნირზე მიიღებენ მონაწილეობას.

ფინალი დღეს 9 ივლისს გაიმართა. ერთმანეთს მერიისა და სოფელ დიცის გუნდები შეხვდნენ. შეხვედრა მერიის გამარჯვებით 4:1 დასრულდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები