ახალი ამბები
ცხინვალის რაიონში ავარიის დროს 25 წლის ასაკის მამაკაცი დაიღუპა
ცხინვალის გზაზე, სოფელ ხეთაგუროვოსთან (წუნარი) 25 წლის ბიჭი ავარიისას დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მანქანა გზის გასავალი ნაწილიდან გადავარდა.

როგორც ირკვევა, მერსედესის მარკის ავტომანქანაში სამი ახალგაზრდა იმყოფებოდა. ისინი არ დაემორჩინლნენ საგზაო ინსპექტორების მითითებას და სწრაფი სიჩქარით გააგრძელეს მოძრაობა.

ცხინვალის მედიის ცნობით, სწორედ დევნის დროს მოხდა ავარია. მერსედესის მარკის ავტომანქანა ჯერ სხვა მანქანას შეეჯახა, შემდეგ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

3 მგზავრიდან დაიღუპა ერთი მგზავრი, 25 წლის მამაკაცი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები