ახალი ამბები
გორის მერმა მადლობა გადაუხადა სამსახურს, რომელმაც ქალაქში გარევაჭრობის აკრძალვა მოახერხა
გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა და მადლობა გადაუხადა მათ გაწეული საქმისთვის.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი სპეცტანსაცმელიც გადასცეს.

"ეს ადამიანები საკმაოდ დიდ საქმეს აკეთებენ ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, ზრუნავენ ქალაქის დასუფთავებასა თუ გამწვანებაზე. მადლობა მინდა გადავუხადო მათ ამ საქმისთვის." - გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

ეს ის სამსახურია, რომლებაც ორი დღის წინ, ღამით გარემოვაჭრეების დახლები აიღეს და ქალაქის რამდენიმე ქუჩა მათგან გაასუფთავეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები