ახალი ამბები
ატენში გზა გადაკეტეს
დღეს დილით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში გზა გადაკეტეს.

მოსახლეობამ გადაადგილების საშუალება არ მისცა იმ სატვირთო მანქანებსაც, რომლებიც საგზაო სამუშაოებს სხვა სოფელში ასრულებდნენ.

ატენელები აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ გაუსაძლისი გახდა ცხოვრება, რადგან საგზაო სამუშაოები დროულად არ მთავრდება.

ამის გამო, მოსახლეობას უწევს მტვერში ყოფნა.

აქციის მონაწილეებს გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ანესაშვილი შეხვდა. მან მოსახლეობას უთხრა, რომ საგზაო სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები