ახალი ამბები
გორში სამგზავრო ავტობუსს მანქანა დაეჯახა
გორში სტალინის გამზირზე სამგზავრო ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა.

რამდენიმე ხნის განმავლობაში, ლურჯი ავტობუსი ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე იყო გაჩერებული და მოძრაობა ჰქონდა გადაკეტილი.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოჩენის შემდეგ, გამზირზე მოძრაობა აღდგა.

როგორც ავტობუსის მძღოლმა განაცხადა, შეჯახება გამოწვეული იყო მსუბუქი ავტომანქანის მძღოლის მიერ დაშვებული შეცდომის შედეგად.
Print

სტატიის გამოყენების პირობები