ახალი ამბები
,,წვიმის დროს სცენაზე წვიმა ჩამოდის'' - გორის თეატრის ადმინისტრაცია
გორის თეატრის სახურავიდან წვიმის დროს წყალი ჩამოდის. სახურავის შეკეთების შესახებ თეატრის მენეჯერმა 19 ათასი ლარი მოითხოვა.

მისი განცხადებით, სასწრაფოდ შესაცვლელია თუნუქის სახურავი, რადგან სტიქიური მოვლენების დროს, დაზიანებულია და ნალექის დროს წვიმას ატარებს.

როგორც მოხსნებით ბარათშია აღნიშნული, აუცილებელია ამ სამუშაოების დროული ჩატარება.

როგორც ცნობილია, კულტურის სამინისტრო 2025 წლამდე აპირებს თეატრის შენობის სრულ რეაბილიტაციას. გორის თეატრის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ვიდრე ეს რეაბილიტაცია დაიწყება, მანამდე აუცილებელია სახურავის შეკეთება.

კულტურის სამინისტრომ თეატრის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები