ახალი ამბები
მერია და შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია ცხენოსნებს არაშენდის მთაზე ეპატიჟება
19 ივლის გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ არაშენდის მთაზე დოღი გაიმართება. შეჯიბრი 16 საათზე დაიწყება.

შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული ცხენოსნები მიიღებენ მონაწილეობას.

დოღზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებსაც სხვადასხვა პრიზები: მედლები, თასები და ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.

საცხენოსნო დოღი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და სპორტულ გამაჯანსაღებელი და სარეაბილიტაციო საცხენოსნო კლუბ “ კენტავრის” თანადაფინანსებითა და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება.

ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს ცხენოსნობის პოპულარიზაცია და სპორტის ამ სახეობაში უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართვას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები