ახალი ამბები
ახალგორის რაიონის ხელმძღვანელად ილარინ გაგიევი დაინიშნა
ახალგორის რაიონის ხელმძღვანელად ილარიონ რუსლანის ძე გაგიევი დაინიშნა.

ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეს-მდივნის ცნობით, გაგიევის დანიშვნის ბრძანებას დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ხელი უკვე მოეწერა.

გაგიევს შესახებ ინფორმაცია საკმაოდ მწირია. ერთი ვერსიით, ის სამხედრო პირია.

პრეზიდენტად არჩევისთანავე ალან გაგლოევმა დე-ფაქტო რესპუბლიკის ყველა რაიონის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა. პირველ რიგში, ახალგორის რაიონის გამგებელი.

თვეზე მეტია რაიონს ე.წ. სამთავრობი პარტიის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები