ახალი ამბები
დევნილებს შეუძლიათ ექსკურსიების დაფინანსება მოითხოვონ
დევნილებისთვის ექსკურსიების მოწყობის დაფინანსება გრძელდება. ამის შესახებ ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა იტყობინება. დაინტერესებულმა პირებმა განაცხადით გამგეობას უნდა მიმართონ.

მოქალაქეებს განცხადების შეტანის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილის მონაწულება შეუძლია. ბოლო ექსკურსია ძამას ხეობაში ჰქონდათ.

როგორც ქურთის გამგეობაში აცხადებენ, დევნილი მოსახლეობის ექსკურსიებზე და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო წარმოდგნებზე წაყვანის ტრადიცია დიდი ხანია არსებობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები