ახალი ამბები
სათიბებთან მისასვლელი გზის მოწესრიგება გადაწყდა ბიისში
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიისში სათიბებთან მისასვლელი გზის მოწესრიგება მოითხოვეს.

მერია მზადაა, რომ ბიისელების ეს მოთხოვნა დააკმაყოფილონ. მერიამ დაიქირავა კომპანია, რომელსაც სოფიკო კაპანაძე ხელმძღვანელებს.

სათიბებთან მისასვლელი გზის გაკეთება მონაწილეობითი ბიუჯეტით განსაზღვრულ პრიორიტეტს წარმოადგენს,. ეს პრიორიტეტი ამ სოფლის მოსახლეობამ წერილობით მოითხოვა.

როგორც მოვიძიეთ, ბიისს წელსაც 10 000 ლარი ერგო.

შეგახსენებთ, გასულ 2021 წელს ბიისელებს საქანელები გაუკეთეს, რომელიც ამავე, მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში გაკეთდა. ეს საქანელები თითქმის უფუნქციოდაა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები