ახალი ამბები
ტირიფონის არხში მანქანა გადავარდა - არის მსხვერპლი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის სიახლოვეს მანქანა არხში გადავარდა. 

გარდაცვლილია ასაკოვანი მამაკაცი. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მუშაობს სამაშველო სამსახური და პოლიცია.

როგორც სოფლის წარმომადგენელმა გვაცნობა, გარდაცვლილი ასაკოვანი კაცია და სოფლის სტუმარია.

,,ეს მანქანა არხში გადავარდა გვერდიდან. არავინ იცის, ვინაა. ან რა უნდა ამ სოფელში, ესეც არავინ იცის. დაადგენს პოლიცია'' - ამბობს სოფლის წარმომადგენელი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები