ახალი ამბები
არბო-დიცი-ქორდის სარწყავ სადგურზე რეაბილიტაცია დასრულდა
საქართველოს მელიორაციამ გორის მუნიციპალიტეტში, მექანიკური სარწყავი სისტემის ავარიული სამუშაოები დაასრულა.

არბოს სატუმბი სადგური სრული დატვირთვით მუშაობს და სოფელ არბოს, ქორდისა და დიცის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობებს სარწყავი წყალი სტაბილურად მიეწოდება.

ტუმბოს მწყობრიდან გამოსვლამ სოფელ დიცში, ბოლო უბანზე, სარწყავი წყლის მიწოდება შეაფერხა. ამ დროისთვის შეფერხება სრულად აღმოფხვრილია.

ამასთან, მომავალი წლის სარწყავი სეზონისთვის, სატუმბ სადგურზე ტუმბო აგრეგატების დამატებით გაძლიერება და დამოუკიდებელი ხაზის მოწყობაა დაგეგმილი, რაც წყლის მიწოდებასა და რეგულარულად მორწყვას გააუმჯობესებს.

პრეს-სამსახურის ინფორმაციით,  „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც წყალუზრუნველყოფილი ფართობების გაზრდასა და ფერმერების სტაბილურად წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები