ახალი ამბები
გორის პროკურორი: ,,მამაკაცმა ჯერ სცემა ქალს, შემდეგ ოქროულობა მოპარა''
გორის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მამაკაცს, რომელიც ქალს სისტემატიურად სცემდა, ბოლოს კი ოქროულობა და თანხა მოპარა.

ამის შესახებ თბილისის სასამართლომ გადაწყვეტილება 2022 წლის 20 ივლისს მიიღო და ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

პროკურორის მტკიცებით, მამაკაცმა ქალის სახლიდან მოიპარა 200 დოლარი, 300 ლარი და ბრილიანტის ბეჭედი.

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა წარმოადგინა მოწმეები, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ ქალს ნაცემ მდგომარეობაში ხშირად ხედვავდნენ. მამაკაცმა სხვა ქალაქში საცხოვრებლად გადასულ ქალს რამდენმჯერმე მიაკითხა და სწორედ ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს მოიპარა ნივთები.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ქურდობა, თანაც არაერთგზის. ასევე სამ ეპიზოდთან დაკავშირებით ცემა; ხოლო ერთ ეპიზოდზე სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

,,უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, რადგან აღნიშნული ეწინააღმდეგება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ, დაზარალებულმა დეტალურად აღწერა ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები.'' - აღნიშნავს მოსამართლე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები