ახალი ამბები
რიეთის სკვერი გაფართოვდება და შემოიღობება 12 000 ლარად
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთში სკვერი გაფართოვდება და შემოიღობება.

სამუშაოებზე 12 000 ლარი დაიხარჯება.

მერიამ პროექტის შედგენა უკვე დაავალა საპროექტო ორგანიზაციას - ოღონდ არა იმ კომპანიას, რომელმაც სკვერის ამჟამინდელი იერსახის თავდაპირველი ვარიანტი შეადგინა, არამედ სხვა ორგანიზაციას.

პროექტის ავტორი ,,არქი ლაბია''. რიეთის სკვერის პროექტირებაში 424 ლარის მიიღებს.

რიეთის სკვერის შესახებ ფოტოები (მაკეტისა და ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ) ჩვენს ფეისბუქის გვერდზე ორი კვირის წინ გამოვაქვეყნეთ, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სკვერს ოთხი ნათურა აკლია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები