ახალი ამბები
ხაშურის ,,ივერია'' ფინანსურ კრიზისს განიცდის
ხაშურის საფეხბურთო გუნდი ,,ივერია'' ფინანსურ დახმარებას ითხოვს. ამის შესახებ იმ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც დღეს კლუბმა გაავრცელა.

ხაშურის ამავე სახელწოდების ტელევიზიის ცნობით, გუნდი ფინანსურ კრიზისს განიცდის:

,,ტრავმები, დისკვალიფიკაციები, ფეხბურთელების გადინება, ფინანსების უქონლობა.. უნდა ვიპოვოთ გამოსავალი რაღაცნაირად.''- აღნიშნულია გუნდის განცხადებაში.

ადმინისტრაცია ხაშურელებს მოუწოდებს, რომ მოხდეს დიდი შეკრება და გადაწყდეს, როგორ დაეხმარებიან ,,ივერიას''

ხაშურის "ივერია", როგორც რეგიონულ ლიგაში მოასპარეზე გუნდი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან წლიურად 50 000 ლარის დაფინანსებას იღებს, რაც გუნდის განვითარებისთვის არასაკმარისია.

ხაშურის სტადიონის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და 2022 წელს დასრულდა. სტადიონის სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. მშენებლობა, მსოფლიო ბანკის 6.4 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყო ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, დამონტაჟდა სპორტული განათება და სტადიონის სათანადო მდგომარეობაში შესანახად აუცილებელი სარწყავი სისტემა. სტადიონის ტერიტორიაზე აშენდა 2100 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნები, ღია ავტოსადგომი და დამხმარე შენობა-ნაგებობები. მოწესრიგდა სტადიონის მიმდებარე ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურა. ღარიბაშვილთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.


Print

სტატიის გამოყენების პირობები