ახალი ამბები
84 წლის ასაკში გარდაიცვალა მხატვარი გულნარა ჩიტაძე
84 წლის ასაკში გარდაიცვალა მხატვარი გულნარა ჩიტაძე.  ის გორის სამხატვრო სკოლაში თითქმის 60 წელი მუშაობდა.

სკოლაში დღესაც მუშაობენ ანა ფერაძის თაობის პედაგოგები. გულნარა ჩიტაძე იხსენებს, რომ 1962 წელს ანა ფერაძესთან მივიდა, რათა მუშაობა დაეწყო.

,,მე იმ პერიოდში თეატრში ვმუშაობდი, მაგრამ უმუშევარი დავრჩი. მითხრეს, რომ გორში გაიხსნა სამხატვრო სკოლა. მაშინდელ მეცხრე სკოლის ეზოში გახსნილ დაწესებულებაში მივედი. ანიკომ მითხრა, აბა მაჩვენე შენი ნახატიო. მას ვაჩვენე ჩემი მაშინდელი ნახატი ,,ბეთჰოვენი". ეს სურათი შემდეგ თავის როიალთან დაკიდა. იმის გამო, რომ მაშინ შტატები არ იყო დაშვებული, საკუთარი ხელფასიდან მოიკლო და მუშაობა დამაწყებინა." - იხსენებს გულნარა ჩიტაძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები