ახალი ამბები
ავარია ცხინვალი-ჯავის გზაზე მსხვერპლით დასრულდა
ცხინვალი-ჯავის გზაზე ავარია მოხდა. დაიღუპა 31 წლის მამაკაცი.

მამასთან ერთად მგზავრობდა 6 წლის ასაკის ბავშვი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევა სოფელ გუფთასთან დაახლოებით 9:00 საათზე მოხდა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ელექტროგადამცემი ხაზის ბოძს შეეჯახა.

მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები