ახალი ამბები
დავა მიმდინარეობს ხაშურში, თუ რომელი კომპანია მოხრეშავს გზებს
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოხრეშვითი სამუშაოები შესაძლოა გადავადდეს.

ხონში რეგისტრირებული კომპანია ,,სტარტს პლიუსის'' წარმომადგენელი ჩივის, რომ მას ხაშურის მერია უკანონოდ ჩაგრავს.

კერძოდ, მოხრეშვითი სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში მას მიანიჭეს დისკვალიფიკაცია.

ამის გამო, შესყიდვების სააგენტოში იჩივლა. შესაბამისად, საკითხის საბოლოო გადაწყვეტილებამდე მოხრეშვითი სამუშაოები (150 000 ლარის ღირებულების) გადაიწევს.

ხონში რეგისტრირებული კომპანია აღნიშნავს, რომ მას დისკვალიფიკაცია უკანონოდ მიაჩნიეს. საქმე იმაშია, რომ მერიაში სატენდერო კომისიის რამდენიმე სხდომა გაიმართა.

ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე ხაშურის მერიის კომისიამ შეამჩნია, რომ ,,სტარტ პლიუსის'' წარდგენილ გეგმა-გრაფიკში ერთმანეთს არ ემთხვევა კვირეებისა და დღეების რაოდენობა.

,,კვირების და დღეების რაოდენობა არ შეესაბამება ერთმანეთს და აღნიშნულიდან გამომდინარე გვაძლევს დისკვალიფიკაციას. ეს მოხდა 11 ივლისს. საინტერესოა, რატომ არ შეამჩნიეს ეს 1 ივლისს? ამ ხარვეზის გამოსწორება ძალიან მარტივი იყო.'' - აცხადებს კომპანიის დირექტორი ჩანქსელიანი.

როგორც ირკვევა, ამჟამად ხაშურის მერია მოლაპარაკებას აწარმოებს ხაშურში რეგისტრირებულ კომპანიას ,,გუკა კაპიტალთან'', რომელიც ინერტულ მასალებზე მუშაობს და რომელსაც ხაშურელი თემურ ჩუბინიძე ხელმძღვანელბს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები