ახალი ამბები
გარევაჭრობის აკრძალვა გადაწყვიტა ხაშურის მერიამაც
ეს ყვითელი ლენტი რატომ არის ხაშურში ნიკორასთან?  - იკითხა ლუკა კურტანიძემ, რომელიც სოფელში დასასვენებლად ჩავიდა, ბებიასა და პაპას მიეხმარა ხილის დაკრეფვაში და გასაყიდად ხაშურის ბაზარში ჩაიტანა.

ლუკა ამბობს, რომ გარევაჭრობა აიკრძალა გლეხებისთვის:

,,მშრომელი ხალხს - გლეხებს (რომელნიც არავის ადარდებს ამ რაიონში,) გასაყიდად სოფლის პროდუქტი მოქონდა და თვეებია ამ ტერიტორიაზე ჰყიდნენ. დღეს პოლიციის დახმარებით აყარეს ადგილიდან. მე, როგორც ხაშურელი, უარს ვაცდახებ და მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, არ ვისარგებლებ ამ სუპერმარკეტით. ბათუმიდან ჩამოვედი, შვებულება ავიღე, რომ მოხუც მშობლებს სოფლის საქმეებში მივხმარებიდი და სიმწრით მოყვანილი მოსავალის რეალიზებაში დავხმარებოდი.....''

,,სამწუხაროდ ქ. ხაშურის ბაზარი ყოვლად მოუწესრიგებელია იმ მხრივ, რომ გლეხისთვის იქ არ არის მისაღები და კომპაქტური ადგილი, რომ პროდუქცია შეიტანოს და გაყიდოს მინიმალური პირობებით მაინც....''

,,ადგილში თანხას იხდის ყველა გლეხი (ჩეკის თანხას) რამოდენიმე დღეა ბაზარში პროდუქციის შეტანისას ჩემი პროდუქციის აქეთ-იქეთ ტარება მიწევს, მხოლოდ, იმიტომ, რომ მწირ ადგილზე, სადაც ვდგავართ, ხან მანქანა ჩამოივლის და რა ვიცი კიდევვ......... ხაშურის მერიის სამსახურიდან ოპოზიციიდან ან მთავრობიდან დავიჯერო ბაზარში გლეხისგან არაფერს ყიდულობთ, რომ ამხელა პრობლემას ვერ ხედავთ? ეგება და ეს ჯიჯოხეთი სამოთხედ თუ არა, მინიმალურ კომფორტად მაინც უქციოთ გლეხებს.......'' - აღნიშნავს ლუკა კურტანიძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები