ახალი ამბები
შიდა ქართლში კალიების საწინააღმდეგო პრეპარატებით 14 ათას ჰა-მდე ფართობი შეიწამლა
შიდა ქართლში კალიების საწინააღმდეგო პრეპარატებით 14 ათას ჰა-ზე მეტი ნაკვეთი შეიწამლა.

ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოდან გვაცნობეს. პრეს-სამსახურის ცნობით, ეს ფართობი მოიცავს ძირითადად იმ მინვდრებს, რომელიც ასევე შემოდის მცხეთა-მთიანეთის ნაწილში.

ჯა,ში, აღმოსავლეთ საქართველოში შეიწამლა 80 000 ჰა ფართობი.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, კახეთის რეგიონში უკვე დიდი რაოდენობით შეინიშნება იტალიური და მაროკოული კალიები. რაც საფრთხეს უქმნის ამ ტერიტორიაზე არსებულ მრავალწლოვან და ერთწლოვან სასოფლო-სამეურნეო კულტურებს.

ყველაზე მეტი ფართობი ქვემო ქართლში - დაახლოებით 45 ათასი ჰა ფართობი შეიწამლა.

მაროკოული და იტალიური კალია არის მავნებელი, რომელიც აზიანებს მარცვლოვან, ბოსტნეულ-ბაღჩეულ და მრავალწლოვან კულტურებს, იკვებება მცენარის მწვანე საფარით და, ხშირად, მთლიანად ანადგურებს ნათესებსა და ნარგავებს. ის აღმოსავლეთის ქარის წყალობით აზერბაიჯანის მხრიდან  შემოდის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები